ნინო ხურციძის თასი 2024

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 27-28 სექტემბერს , თბილისის ჭადრაკის სასახლეში, ქალთა ტურნირი ელვისუებურ ჭადრაკში “ნინო ხურციძის თასი 2024″ გაიმართება.

სათამაშო წესები:

  • დროის კონტროლი: 3 წუთი პარტიის ბოლომდე, 2 წამის დამატებით ყოველ სვლაზე;
  • ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად;
  • დაითვლება ფიდეს რეიტინგი ელვისებურ ჭადრაკში.

მონაწილენი და რეგისტრაცია:

ჩემპიონატში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები;
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ:

  • კლასიკურ ჭადრაკში ფიდეს 2300 და მეტი რეიტინგის მქონე ქალ მოჭადრაკეებს (2024 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით);
  • ფიდეს საერთაშორისო წოდების (GM, WGM, IM, WIM, FM, WFM) მქონე მოჭადრაკეებს;
  • 2024 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატზე 1-5 ადგილებზე გასულ გოგონებს;
  • საქართველოს 20 წლამდე გოგონათა შორის კლასიკურ ჭადრაკში საუკეთესო ფიდეს აქტიური რეიტინგის მქონე 1-5 მოჭადრაკეს (2024 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით);

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/rYv7XNnm47xqYayV7
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 27 სექტემბერი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83;

ტურნირების განრიგი:

ტურირიცხვისაათი
ჩამოსვლის დღე27 სექტემბერი
გახსნა/მისალმება28 სექტემბერი15:45
I ტური28 სექტემბერი16:00
II ტური28 სექტემბერი16:15
III ტური28 სექტემბერი16:30
IV ტური28 სექტემბერი16:45
V ტური28 სექტემბერი17:00
VI ტური28 სექტემბერი17:15
VII ტური28 სექტემბერი17:30
VIII ტური28 სექტემბერი17:45
IX ტური28 სექტემბერი18:00
დახურვა28 სექტემბერი18:30