45-ე მსოფლი საჭადრაკო ოლიმპიადა 10-23 სექტემბერს, ბუდაპეშტში გაიმართება.
ღონისძიება ჩატარდება ფიდეს წესებით შვეიცარული სისტემით 11 ტურად, როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა გუნდებს შორის. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი დარჩენილი თამაშისთვის, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.
განრიგი:
ოლიმპიადაზე სულ დარეგისტრირებულია 381 გუნდი, მათ შორის ღია კატეგორიაში – 197, ხოლო ქალთა შორის – 184.
გუნდები შედგება 5 მოთამაშისგან.
საქართველოს ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა:
- ჯობავა ბაადური (2582)
- მჭედლიშვილი მიხეილი (2574)
- კაჭარავა ნიკოლოზი (2511)
- ფანცულაია ლევანი (2516)
- პაიჭაძე ლუკა (2516)
გუნდის კაპიტანი – სტურუა ზურაბი
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:
- ძაგნიძე ნანა (2508)
- ჯავახიშვილი ლელა (2446)
- ბაციაშვილი ნინო (2461)
- ხოტენაშვილი ლელა (2432)
- მელია სალომე (2293)
გუნდის კაპიტანი – ტუკმაკოვ ვლადიმირი
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალთა ნაკრები სარეიტინგო სიაში მეორე ადგილზეა და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია.