აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 15 აგვისტოს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 8,10,12 და 20 წლამდე კატეგორიებში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის “შავი ზღვის დელფინი 2024”-ის გახსნა გაიმართა.
ტურნირის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის სპორტის დეპარტამენტი.
ფესტივალი ტარდება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:
- 8 წლამდე ღია ტურნირი (2016 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
- 10 წლამდე ღია ტურნირი (2014 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
- 12 წლამდე ღია ტურნირი (2012 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
- 20 წლამდე ღია ტურნირი (2004 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
ფესტივალის სათამაშო წესები:
ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორიის ტურნირი იმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
ღონისძიებაში მონაწილეობს 6 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, ამერიკა, სომხეთი, გერმანია და ფიდეს დროშით მოასპარეზენი.) 115 სპორტსმენი.
I ტურში ერთმანეთს შეეჯიბრებიან:
8 წლამდე კატეგორიაში:
10 წლამდე კატეგორიაში:
12 წლამდე კატეგორიაში:
20 წლამდე კატეგორიაში:
18 აგვისტოს, ასევე გაიმართება ღია რეიტინგ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში.
დასაწყისი 17:00 სთ.
ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით 7 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით.
ბლიც ტურნირის სატურნირო შესატანია 10 ლ.
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული:
https://forms.gle/i98ftrMRVL6TdVZY7
ღონისძიების ფოტოკოლაჟი: