აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 8,10,12 და 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი-2024” მიმდინარეობს.
ტურნირის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი. აღსანიშნავია, რომ ყველა კატეგორიის გამარჯვებულს, ფასიან საჩუქრებთან ერთად, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილისგან ლეგენდარული ჩემპიონის ავტოგრაფით გადაეცემათ საჭადრაკო დაფა.
ფესტივალის კატეგორიები:
- 8 წლამდე ღია კატეგორია;
- 10 წლამდე ღია კატეგორია;
- 12 წლამდე ღია კატეგორია;
- 20 წლამდე ღია კატეგორია – რეიტინგ ტურნირი.
სისტემა და კვალიფიკაცია:
ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია იმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
ღონისძიებაში ჩართულია 100 სპორტსმენი წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, ამერიკა, ინგლისი, უკრაინა, ყაზახეთი და ფიდეს დროშით მოასპარეზენი.
VII ტური 1 აგვისტოს 12:00 საათიდან დაიწყება.
ღონისძიების დაჯილდოების ცერემონია 16:00 საათზე გაიმართება.
თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
- ბუჰგოლცი -1 (უდაბლესის გამოკლებით);
- ბუჰგოლცი;
- ურთიერთშორის შეხვედრა;
- მოგებების რაოდენობა;
- პროგრესი (რეგრესით);
20 წლამდე კატეგორიის ლიდერები:
- კალანდაძე მარიამ (6-დან 6 ქულა)
- სილაგაძე მათე (6-დან 5 ქულა)
12 წლამდე კატეგორიის ლიდერები:
- კახიშვილი ანდრია (6-დან 4.5 ქულა)
- დოლიძე შოთა (6-დან 4.5 ქულა)
10 წლამდე კატეგორიის ლიდერები:
- აბულაძე ილია (6-დან 6 ქულა)
- ალექსანდრე ბერიშვილი (6-დან 5 ქულა)
8 წლამდე კატეგორიის ლიდერები:
- სოსელია ევა (6-დან 5 ქულა)
- ხაფავა დანიელ (6-დან 5 ქულა)
ღონისძიების ფოტოკოლაჟი: