საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “ბათუმი 2024” – შედეგები III ტურის შემდეგ

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 8,10,12 და 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი 2024” მიმდინარეობს.

ტურნირის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი. აღსანიშნავია, რომ ყველა კატეგორიის გამარჯვებულს, ფასიან საჩუქრებთან ერთად, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილისგან ლეგენდარული ჩემპიონის ავტოგრაფით გადაეცემათ საჭადრაკო დაფა.

ფესტივალის კატეგორიები:

  • 8 წლამდე ღია კატეგორია;
  • 10 წლამდე ღია კატეგორია;
  • 12 წლამდე ღია კატეგორია;
  • 20 წლამდე ღია კატეგორია – რეიტინგ ტურნირი.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია იმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

ღონისძიებაში ჩართულია 100 სპორტსმენი წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან: საქართველო, ამერიკა, ინგლისი, უკრაინა, ყაზახეთი და ფიდეს დროშით მოასპარეზენი.

III ტურის შემდეგ ლიდერობენ:

8 წლამდე კატეგორიაში:

  • სოსელია ევა (3-დან 3 ქულა)

10 წლამდე კატეგორიაში:

  • აბულაძე ილია (3-დან 3 ქულა)

12 წლამდე კატეგორიაში:

  • ცივაძე რევაზ (3-დან 3 ქულა)

20 წლამდე კატეგორიაში:

  • სილაგაძე მათე (3-დან 3 ქულა)
  • კალანდაძე მარიამ (3-დან 3 ქულა)

აღსანიშნავია, რომ 28 ივლისს, ფესტივალის ფარგლებში გაიმართა “გია მახარაძის თასი” – ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში და 8,10,12 წლამდე კატეგორიებში. ტურნირში მონაწილეობდა 80 სპორტსმენი.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: