ფიდეს მსოფლიო თასი 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 22 ივნისიდან 3 ივლისამდე, ბათუმი ფიდეს მსოფლიო თასს უმასპინძლებს 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება პირველად ტარდება და მისი სულის ჩამდგმელი ფიდეს სპეციალურ დავალებათა დირექტორი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილია.

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერებია: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სპორტის დეპარტამენტი. ღონისძიების მხარდამჭერებია: ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

ტურნირი გაიმართება სასტუმრო ”ეუფორიაში”.

ასპარეზობაში მონაწილეობას მიიღებს 40 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი. თითოეულ კატეგორიაში მოთამაშეთა რაოდენობა განსაზღვრულია ფიდეს მიერ დადგენილი კვოტებით ტურნირის დებულების მიხედვით.

შეჯიბრი ჩატარდება ორ ეტაპად: 

● ეტაპი 1 – შვეიცარიული სისტემით 7 ტურად

● ეტაპი 2 – ერთმანეთს შეხვდებიან თითოეული ჯგუფიდან ერთსა და იმავე ადგილზე გასული მოთამაშეები

განრიგი:

22 ივნისი ჩამოსვლის დღე
23 ივნისი 10:00კაპიტნების შეხვედრა
23 ივნისი 14:30გახსნა
23 ივნისი 15:001 ტური
24 ივნისი 15:002 ტური
25 ივნისი 15:003 ტური
26 ივნისი 15:004 ტური
27 ივნისი 15:005 ტური
28 ივნისი 15:006 ტური
29 ივნისი 15:007 ტური
30 ივნისიმსოფლიო ჩემპიონატი კომპოზიციების ამოხსნაშიდასვენების დღე
30 ივნისიოფიციალური მწვრთნელების ტურნირიდასვენების დღე
1 ივლისი 15:00გახსნა
2 ივლისი 12:001 ტური
2 ივლისი ტაი – ბრეიკები
2 ივლისი 20:00დახურვა
3 ივლისი გამგზავრება

თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული საუკეთესო სამი მოთამაშე დაჯილდოვდება თასით, მედლით, დიპლომით და ფასიანი საჩუქრებით, როგორიცაა MacBook Air 2022, iPhone 15 ან iPad.