საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 15-24 მაისს, აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს 33-ე ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა. ღონისძიებას მასპინძლობდა მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე.
სისტემა და კვალიფიკაცია:
- ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
 - 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში დაითვალა ფიდეს რეიტინგი.
 - ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცათ 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
 
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ თასით, მედლით, დიპლომით და ფასიანი საჩუქრით.
 - II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლით, დიპლომით და ფასიანი საჩუქრით.
 - I და II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე შესაბამის ასაკებში. საქართველოს ჩემპიონებს გადაეცათ საგზურის არჩევის საშუალება.
 - 8 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის I ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს ფიდეს მსოფლიო თასის შესაბამისი ასაკის საგზური.
 
გამარჯვებულები ასაკების მიხედვით:
8 წლმადე ჭაბუკთა შორის:
- ალექსანდრე ბერიშვილი (თბილისი/ გ.გოგიცაიშვილი) 9-დან 7.5
 - ცოტნე ნანავა (ზუგდიდი/ გიორგი სართანია) 9-დან 7 ქულა
 - ლაზარე ქვაჩაკიძე (ქუთაისი/ ხათუნა გუბელაძე) 9-დან 7 ქულა
 
8 წლამდე გოგონათა შორის:
- ლილე სვანაძე (ქუთაისი/ ხათუნა გუბელაძე) 9-დან 9 ქულა
 - ნია კვარაცხელია (ზუგდიდი/ დავით თულაძე) 9-დან 8 ქულა
 - სოფია ლიმარი (ლაგოდეხი/ ხვიჩა ბახტაძე) 9-დან 8 ქულა
 
12 წლამდე გოგონათა შორის:
- ანასტასია ჭიჭინაძე (ქუთაისი/ გიროგი მენაბდე) 9-დან 8 ქულა
 - სარა სალთხუციშვილი (გურჯაანი/ დავით ზარჯუა) 9-დან 8 ქულა
 - ანასტასია ქუთატელაძე (ქუთაისი/ ინგა კიკვიძე) 9-დან 6.5 ქულა
 
12 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- გაბრიელ გაბადაძე (ქუთაისი/ გიორგი ტყეშელაშვილი) 9-დან 8.5 ქულა
 - დავით თათვიძე (ქუტაისი/ ირაკლი ახვლედიანი) 9-დან 8.5 ქულა
 - ანდრია ქრისტესიაშვილი (გორი/ ნატალია ეძგვეერაძე) 9-დან 6 ქულა
 
16 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- დავით ნემსაძე (ქუთაისი/ გიგა ყუფარაძე) 9-დან 9 ქულა
 - ნიკოლოზ შამათავა (ზუგდიდი/ დავით ჯოჯუა) 9-დან 8 ქულა
 - გიროგი ჭანტურია (სენაკი/ მერაბ ჯღამაძე 9-დან 6 ქულა
 
16 წლამდე გოგონათა შორის:
- მარიამ კალანდაძე (ბათუმი/ თენგიზ დიდმანიძე) 9-დან 8ქულა
 - მარიამ ცეცხლაძე (ბათუმი/ დავით მაღალაშვილი) 9-დან 7.5 ქულა
 - ბარბარე აშოთია (ქუთაისი/ დავით ჯოჯუა) 9-დან 7.5 ქულა
 
აღსანიშნავია, რომ 16 წლამდე გოგონათა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის საგზურები ბათუმელმა სპორტსმენებმა: მარიამ კალანდაძემ და მარიამ ცეცხლაძემ მოიპოვეს!
დაჯილდოების ფოტოკოლაჟი:





