15-24 მაისს, ბათუმი საქართველოს 33-ე ჩემპიონატს მასპინძლობს 8, 12 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ღონისძიებაში ასპარეზობს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წარმოდგენილი 175 სპორტსმენი.
სისტემა და კვალიფიკაცია:
- ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
 - 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათ შორის დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
 - პარტიები იწყება ყოველ დღე 15.00 საათზე (ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება).
 
დროის კონტროლი:
- ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
 
8 წლამდე ჭაბუკთა შორის 4 ტურის შემდეგ ლიდერობენ:
- ალექსანდრე ბერიშვილი (თბილისი/ გ.გოგიჩაიშვილი) 4-დან 4 ქულა
 
8 წლამდე გოგონათა შორის 4 ტურის შემდეგ ლიდერობენ:
- ლილე სვანიძე (ქუთაისი/ ხათუნა გუბელაძე) 4-დან 4 ქულა
 - ნია კვარაცხელია (ზუგდიდი/ დავით თულაძე) 4-დან 4 ქულა
 
12 წლამდე ჭაბუკთა შორის 4 ტურის შემდეგ ლიდერობენ:
- დავით თათვიძე (ქუთაისი/ ირაკლი ახვლედიანი) 4-დან 3.5 ქულა
 - გაბრიელ გაბადაძე (ქუთაისი/ გიორგი ტყეშელაშვილი) 4-დან 3.5 ქულა
 - რატი დიასამიძე (ბათუმი/ თენგიზ დიდმანიძე) 4-დან 3.5 ქულა
 
12 წლამდე გოგონათა შორის 4 ტურის შემდეგ ლიდერობენ:
- ანასტასია ჭიჭინაძე (ქუთაისი/ გიორგი მენაბდე) 4-დან 3.5 ქულა
 - სარა სალთხუციშვილი (გურჯაანი/ დავით ზარქუა) 4-დან 3.5 ქულა
 - მარიამ გიორგაძე (ქუთაისი/ გიორგი მენაბდე) 4-დან 3.5 ქულა
 
16 წლამდე ჭაბუკთა შორის 4 ტურის შემდეგ ლიდერობენ:
- ნიკოლოზ შამათავა (ზუგდიდი/ დავით ჯოჯუა) 4-დან 4 ქულა
 - დავითი ნემსაძე (ქუთაისი/ გიგა ყუფარაძე) 4-დან 4 ქულა
 
16 წლამდე გოგონათა შორის 4 ტურის შემდეგ ლიდერობენ:
- მარიამ კალანდაძე (ბათუმი/ თენგიზ დიდმანიძე) 4-დან 4 ქულა
 
ღონისძების ფოტოკოლაჟი:







