16 მაისს, ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს 33-ე ჩემპიონატმა 8, 12 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ღონისძიება ტარდება საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით და მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის თანადგომით.
ღონისძიებაში ასპარეზობს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წარმოდგენილი 175 სპორტსმენი.
სისტემა და კვალიფიკაცია:
- ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
- 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათ შორის დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
- პარტიები იწყება ყოველ დღე 15.00 საათზე (ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება).
დროის კონტროლი:
- ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
შეჯიბრების გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი აბულაძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის დირექტორი შოთა დავითაძე და პირველი მოადგილე ლევან ჯიოშვილი. ტურნირის დირექტორმა, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა სალომე მელიამ, მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ტურნირი გახსნილად გამოაცხადა.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი: