საქართველოს 33-ე ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 15-24 მაისს, აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს 33-ე ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გამართება.

ჩატარების ადგილი: ქ. ბათუმი, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე,მის: ლეონიძის 15.

სისტემა და კვალიფიკაცია:

  • ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
  • 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

დროის კონტროლი:

  • ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

მონაწილენი:

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 8 წლამდე – 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 12 წლამდე – 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 16 წლამდე – 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2024 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისწლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკოანგარიშზე (GE30BG0000000584705115). ასევე, შევსებულიელექტრონული ფორმა – https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA

8 და 12 წლამდე ტურნირებში დაიშვებიან შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

2023 წლის საქართველოს 32-ე ჩემპიონატზე 1-3 ადგილზე გასული შესაბამისი ასაკისმოჭადრაკეები;

2024 წლის 8 და 12 წლამდე საქართველოს ჩემპიონატების აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონებისპირველი ლიგებიდან 5-5 მოჭადრაკე;

2024 წლის რეგიონული ჩემპიონატებიდან ადგილები მიეცემათ: 3-3 ადგილი ქ. თბილისსა და იმერეთის რეგიონს, 2-2 ადგილი აჭარის ა/რ და სამეგრელოსრეგიონს,დანარჩენ რეგიონებს 1-1 ადგილი.

ასევე დამატებითი ადგილები მიეცემათ რეგიონებს რეგიონული ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად: 5-14 მონაწილეზე 1 ადგილი; 15-24 მონაწილეზე 2 ადგილი; 25-34მონაწილეზე 3 ადგილი; 35-44 მონაწილეზე 4 ადგილი და ა.შ.

რეგისტრაცია და საწევრო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –https://forms.gle/7u37VsqQUZh99orr9

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ:

  • დაბადების მოწმობის ასლი;
  • აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე GE95BG0000000363099200 ტურნირისსაწევრო შესატანის (30 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 13 მაისი 18:00 სათი.

თითოეული მონაწილის ტურნირის საწევრო შესატანია – 30 ლარი.

ტურნირის განრიგი:

გამარჯვებულები:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასით, მედლით, დიპლომით და ფასიანისაჩუქრით.
  • II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლით, დიპლომით და ფასიანისაჩუქრით.
  • I და II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე შესაბამის ასაკებში. საქართველოს ჩემპიონებს ეძლევათ საგზურის არჩევის საშუალება.
  • 8 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის I ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ ფიდეს მსოფლიო თასის შესაბამისი ასაკის საგზურს.

ტურნირის დირექტორი: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი – სალომე მელია

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარიკა ჯაფარიძე

ორგანიზატორთა საკონტაქტო ტელეფონი – 599 06 94 97, 558 41 09 04

ელ-ფოსტა – info@acf