აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 27-28 აპრილს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში (მის: ლეონიძის 15), V, IV და III თანრიგზე საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება.
ჩატარების სისტემა:
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ტურნირის სისტემას, დროის კონტროლს და ტურის დაწყების საათს განსაზღვრავს ორგანიზატორი. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე.
მონაწილენი:
ტურნირში დაიშვებიან საქართველოსა და მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაციის წევრი სპორტსმენები.
რეგისტრაცია: მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/Xv1iNytYY4HFEnB96
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 26 მარტის 19:00 საათი.
დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს ორგანიზატორი.
რეგისტრაციაზე და კენჭისყრაზე საკონტაქტო პირი – 558 410904
ტურნირის განრიგი:
ჩამოსვლის დღე 26 აპრილი
ტურნირის გახსნა: 27 აპრილი, 12:00 სთ.
I-II-III-IV ტური – 27 აპრილი 13:00 საათიდან (I ტური დაიწყება13:00 საათზე, ყოველი მომდევნო კი თითოეული ტურის დასრულების შემდეგ).
V-VI-VII ტური – 28 აპრილი, დასაწყისი 13:00 სთ.
ტურნირის დახურვა: 28 აპრილი, 16:00 სთ.
სატურნირო შესატანი: 10 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’
ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200
ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებმა უნდა გადაიხადონ ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი GE30BG0000000584705115
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე ასაკის პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA
ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი, წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).
დაჯილდოება:
– 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით. – V თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4 და მეტ ქულას მიენიჭებათ V სპორტული თანრიგის 1 ბალი.
– IV თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4.5 და მეტ ქულას მიენიჭებათ IV სპორტული თანრიგის 1 ბალი.
– III თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 5 და მეტ ქულას მიენიჭებათ III სპორტული თანრიგის 1 ბალი.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია