15 – 22 მარტს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს სენიორთა ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის გაიმართა.
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენდა 2500 ლარს. ტურნირი იმართებოდა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
ვაჟთა შორის ტურნირი მიხეილ კეკელიძის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა! გამარჯვებულმა 7 შესაძლებლობიდან 6 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ბექა კვარაცხელიას.
III-IV ადგილი გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
- III ადგილი – ფრიდონ ყალაგაშვილი
- IV ადგილი – ზაზა ხოფერია
ქალთა შორის ჩემპიონის ვინაობა დამატებითმა მაჩვენებლებმა გაარკვია. უკეთესი კოეფიციენტით პირველი ადგილი ნანა მუსერიძემ მოიპოვა, მეორე ადგილზე თამაღ ჭანტურია გავიდა, ხოლო მესამეზე – მაკა ხანთაძე.