აჭარის ჩემპიონატები 8,10,12,14,16 და 18   წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 9-15 მარტს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, აჭარის ჩემპიონატები 8,10,12,14,16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.

ჩატარების სისტემა:

ჩემპიონატი ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს  ორგანიზატორი.  

ტურნირში ფიდე-ს რეიტინგის დათვლა განისაზღვრება მონაწილეთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

მონაწილენი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები აჭარის ყველა რაიონიდან,   დაბადებულნი  2016, 2014, 2012, 2010, 2008 და 2006  წლის 1 იანვარს და შემდეგ.

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 60 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 30 წამის დამატებით.

რეგისტრაცია:

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა: https://forms.gle/eqGnHA6SbbeVewTq9

რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2024 წლის 7 მარტის 19:00 საათი.

რეგისტრაციის  ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს  მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებმა უნდა გადაიხადონ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი GE30BG0000000584705115

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე ასაკის პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA
ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი, წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).

ტურნირის განრიგი:

ტურნირის გახსნა   9 მარტი13:00 სთ.
I     ტური     9 მარტი14:00 სთ.
II    ტური     10 მარტი13:00 სთ.
III   ტური     11 მარტი13:00 სთ.
IV   ტური     12 მარტი13:00 სთ.
V    ტური     13 მარტი13:00 სთ.
VI   ტური     14 მარტი13:00 სთ.
VII   ტური     15 მარტი13:00 სთ.
ტურნირის დახურვა     15 მარტი16:00 სთ.

გამარჯვებულები: – I, II, III  საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები, დაჯილდოვდებიან  მედლებით  და დიპლომებით, ხოლო აჭარის  8,10,12,14,16 და 18  წლამდე  ასაკის  ჩემპიონი ჭაბუკი და გოგონა დაჯილდოვდება  აგრეთვე  თასით  და  მივლინებული იქნება შესაბამისი  ასაკის  2024 წლის  საქართველოს  ჩემპიონატზე.    

 არასაპატიო მიზეზით ტურნირის მიტოვების შემთხვევაში მონაწილე დისკვალიფიცირებული იქნება  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად.      

ტურნირის  დირექტორი:  საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია         

მთავარი მსაჯი: ფიდეს არბიტრი ლეონიდ ნეურონოვი