ნანა იოსელიანის თასი – 2024

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით,  20-22 თებერვალს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში ღია და ქალთა ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში “ნანა იოსელიანის თასი – 2024” გაიმართება.

ტურნირები:

  • ღია ტურნირი;  
  • ქალთა ტურნირი.

სათამაშო წესები:

  • დროის კონტროლი: 3 წუთი პარტიის ბოლომდე, 2 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
  • ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 13 ტურად.
  • დაითვლება ფიდეს რეიტინგი ელვისებურ ჭადრაკში.

ტურნირში მონაწილეობა და რეგისტრაცია:

ღია და ქალთა ტურნირში დაიშვება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ყველა
მსურველი;

ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2024 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115. ხოლო, 18 წლამდე ასაკის
მოჭადრაკეებს კი ასევე, დამატებით შევსებული ელექტრონული ფორმა –
https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA

მონაწილეებმა ტურნირზე დასარეგისტრირებლად უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/qbB31vmeh6xzrGYm6

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 19 თებერვალი 18:00 საათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83

თითოეული მონაწილის ტურნირის საწევრო შესატანია 30 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701.

ტურნირების განრიგი:

გამარჯვებულები:

ღია და ქალთა ტურნირებში I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან
ნანა იოსელიანის სახელობის თასით, მედლით, დიპლომით და ფულადი პრიზით;
II – III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან მედლით, დიპლომით და ფულადი პრიზით;

ღია და ქალთა ტურნირების ფულადი პრიზი – 7300 ლარი:

ტურნირი12345
ღია ტურნირი1300900700500250
ქალთა ტურნირი 1300900700500250

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი