აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 28 იანვარს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, ღია რეიტინგ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში “ACF CUP 2024” გაიმართა.
ჩემპიონატი ჩატარდა ღია კატეგორიაში, ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე. ასპარეზობაში 36 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
ტურნირის გამარჯვებული სამეული და ქალთა ნომინაციაში გამოვლენილი საუეკთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდა დიპლომით, მედლითა და ფულადი პრიზით.
ღია კატეგორიის გამარჯვებული სამეული:
- I ადგილი – თენგიზ დიდმანიძე (9-დან 7 ქულა)
- II ადგილი – თინათინ ბერიძე (9-დან 7 ქულა)
- III ადგილი – ზვიად ქამადაძე (9-დან 7 ქულა)
I ადგილი ქალთა ნომინაციაში – კსენია ბოდნარუკი (9-დან 7 ქულა)
ტურნირში ასევე დაჯილდოვდა გამარჯვებული სამეული და 1 საუკეთესო გოგონა 10 წლამდე კატეგორიაში.
- I ადგილი – ლაზარე ჩხარტიშვილი (9-დან 5 ქულა)
- II ადგილი – ილია აბულაძე (9-დან 4 ქულა)
- III ადგილი – იაროსლავ კუზნეცოვი (9-დან 4 ქულა)
I ადგილი 10 წლამდე გოგონათა შორის – მარიამ გოგუაძე (9-დან 3 ქულა)