მაია ჩიბურდანიძის სახელობის ქუთაისის ჭადრაკის სკოლაში 6 ნოემბერს სტარტი აიღო საჭადრაკო ტურნირმა „მაია ჩიბურდანიძის თასი – 2023’’ 8, 10 და 12 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად იმართება, დროის კონტროლი 45 წუთი 30 წამის დამატებით.
ღონისძიებაში მონაწილეობს 192 მოჭადრაკე, მათ შორის აჭარიდან წარმოდგენილია 2 სპორტსმენი:
- სანდრო გოგუაძე
- მარიამ გოგუაძე
11–12 ნოემბერს გაიმართება ღია რეიტინგ– ტურნირი სწრაფ ჭადრაკში, სადაც მონაწილეობის მიღების უფლება ნებისმიერ მოჭადრაკეს შეეძლება.
გამარჯვებული მოჭადრაკეები და მათი მწვრთნელები დაჯილდოვდებიან დიპლომებით, მედლებით და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით, რომელიც შეადგენს 20 000 ლარს.
გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 12 ნოემბერს 17:00 საათზე, ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სკოლაში.