2023 წლის 31 ოქტომბერს, 13.00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო ”ჩაოს” საკონფერენციო დარბაზში გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია. მის: ზურაბ გორგილაძის 75.
დღის წესრიგი:
1. საარჩევნო პერიოდში აჭარის ჭადრაკის ფედერაციის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში /ს. მელია/;
2. ფედერაციის წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ /ს. მელია/;
3. აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები.
ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, განცხადება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ უნდა წარადგინოს ფედერაციის სამდივნოში მიმდინარე წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
მედიის წარმომადგენლებმა, კონფერენციაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, აკრედიტაცია უნდა გაიარონ ფედერაციის სამდივნოში 30 ოქტომბრის 18.00 საათამდე.