5-დან 11 სექტემბრის ჩათვლით, პოლონეთი ქალაქ ბიდგოშჩში ქალთა შორის მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატს მასპინძლობდა.
ღონისძიებაში 12 ქვეყნის 12 გუნდი მონაწილეობდა, რომელთა შემადგენლობაშიც ქვეყნის ტოპ მოჭადრაკეები თამაშობდნენ.
ტურნირი დაიწყო წრიული სისტემით და ორ ჯგუფად გაყოფილ 6-6 გუნდს შორის 5 პარტია გათამაშდა. მერვედფინალიდან ჩემპიონატი უკვე ნოკაუტ სისტემით გაგრძელდა, სადაც ჩვენებმა ჯერ ჩინეთის ნაკრები დაამარცხეს, შემდეგ ნახევარფინალში ამერიკის გუნდს სძლიეს და ფინალში კი ყაზახეთის ნაკრებთან გაიამრჯვეს ორივე მატჩში!
საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის უკვე ორგზის გამარჯვებულია! პირველად ჩემპიონობა გუნდის იგივე შემადგენლობით 2015 წელს ჩინეთში მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ გუნდში ასევე მოიპოვეს სამი მედალი პირად დაფებზე: II და III დაფაზე ოქროს მედალი ერგოთ მერი არაბიძეს და ნინო ბაციაშვილს, IV დაფაზე კი ვერცხლი დაისაკუთრა ლელა ჯავახიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გუნდში 5 წევრიდან 2 ბათუმელი სპორტსმენი გახლდათ: ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია.
გუნდის კაპიტანი და მწვრთნელი გახლდათ დავით ჯოჯუა და პაველ ელიანოვი.
ჩემპიონები ფიდეს სპეციალურ დავალებათა დირექტორმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა დააჯილდოვა.