5-დან 11 სექტემბრის ჩათვლით, პოლონეთი ქალაქ ბიდგოშჩში ქალთა შორის მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატს მასპინძლობს.
ღონისძიება 12 ქვეყნის 12-მა გუნდმა დაიწყო, რომელთა შემადგენლობაშიც ქვეყნის ტოპ მოთამაშეები თამაშობენ.
ტურნირი დაიწყო წრიული სისტემით და ორ ჯგუფად გაყოფილი 6-6 გუნდს შორის 5 პარტია გაიმართა. საქართველოს ქალთა ნაკრები A ჯგუფიდან II ადგილზე გასვლით მერვედ ფინალში გადავიდა, საიდანაც უკვე ჩემპიონატი ნოკაუტ სისტემით გაგრძელდა. ჩვენებმა ჯერ ჩინეთის ნაკრები დაამარცხეს, შემდეგ კი ნახევარფინალში ამერიკის გუნდს სძლიეს და მოიპოვეს ფინალში თამაშის უფლებაც!
ფინალური პარტიები დაიწყება 11 სექტემბერს, საქართველოს დროით 16:00 და 19:00 სთ-ზე.
წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ქალბატონებს ყაზახეთის ნაკრებთან ფინალურ ორთაბრძოლაში!
საქართველოს გუნდის შემადგენლობა: