აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 25-26 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აჭარის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში ვაჟთა და ქალთა შორის – “ისიდორე გოგეშვილის და ევა შიოშვილის თასი” გაიმართება.
ჩატარების სისტემა: ჩემპიონატი ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
ტურნირში ფიდე-ს რეიტინგის დათვლა განისაზღვრება მონაწილეთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
მონაწილენი: აჭარის ყველა რაიონის წარმომადგენლები.
დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 5 წამის დამატებით.
რეგისტრაცია:
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 25 აპრილის 17:00 საათამდე.
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა:
https://forms.gle/Q7z3KNLXy1xDWXuC8
დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს ორგანიზატორი.
საკონტაქტო ტელ: 599 069497
ტურნირის განრიგი:
ტურნირის გახსნა – 25 აპრილი 18:00 სთ.
I, II, III, IV ტური გაიმართება 25 აპრილს 18:30 საათიდან. ყოველი მომდევნო ტური დაიწყება თითოეული ტურის დასრულების შემდეგ.
V, VI, VII ტური გაიმართება 26 აპრილს 18:00 საათიდან.
ტურნირის დახურვა – 26 აპრილს 20:00 საათზე.
გამარჯვებულები: – I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, ფულად პრიზებთან ერთად დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით, ხოლო ჩემპიონები აგრეთვე თასით.
ფულადი პრიზები საპრიზო სამეულებისთვის:
ვაჟთა შორის: ქალთა შორის:
I ადგილი – 150 ლ. I ადგილი – 150 ლ.
II ადგილი – 130 ლ. II ადგილი – 130 ლ.
III ადგილი -100 ლ. III ადგილი – 100 ლ.
ტურნირი ჩატარდება 55-ე აუდიტორიაში III სართულზე.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია