საქართველოს ჩემპიონატი U8;U10; U12; დასავლეთ ზონის პირველი ლიგა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 5-10 მარტს, ქ. ფოთის საჭადრაკო კლუბში, საქართველოს ჩემპიონატი U8;U10; U12; დასავლეთ ზონის პირველი ლიგა გაიმართება.

მონაწილენი:

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 8 წლამდე –   2015 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 10 წლამდე –  2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 12 წლამდე –  2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.

დროის კონტროლი:

თითოეულ მონაწილეს მიეცემა 50 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: 

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –https://forms.gle/9WpGCh9Hz4UngZ4H7

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო კლუბი “ნანა”-ს სახაზინო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 4 მარტი 18:00 სათი.

ელ-ფოსტა –

ითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია –  25 ლარი.

ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო კლუბი ნანა.

საინდ. კოდი: 415099379 მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში.

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა. ბანკის კოდი: TRESGE22.

სახაზინო კოდი: 750177499

ტურნირის განრიგი:

ტურირიცხვისაათი
ჩამოსვლის დღე5 მარტი 
I ტურის კენჭისყრა  6 მარტი  11:00
გახსნა11:45
I ტური12:00
II ტური7 მარტი12:00
III ტური15:00
IV ტური8 მარტი12:00
V ტური9 მარტი12:00
VI ტური15:00
VII ტური10 მარტი12:00
დახურვა10 მარტი15:00

გამარჯვებულები:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
  • II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
  • თითოეულ ტურნირში I–V ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის უმაღლესი ლიგის საგზურებს.

I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ შეასაბამისი სპორტული თანრიგი:             

8 წლამდე – III თანრიგი, 10 წლამდე – II თანრიგი, 12 წლამდე – I თანრიგი.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა.

მთავარი მსაჯი: ფიდეს არბიტრი – გოჩა ჩაჩუა.