აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 11-12 თებერვალს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში (მის: ლეონიძის 15), IV და V თანრიგზე საკვალიფიკაციო ტურნირები მიმდინარეობს.
ჩატარების სისტემა:
IV თანრიგის ტურნირი ტარდება 7 ტურად, ხოლო V თანრიგის კი მონაწილეთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე მიმდინარეობს 9 ტურად.
11 თებერვალს IV თანრიგზე გაიმართა 3 ტური, ხოლო V თნრიგზე 4 ტური.
12 თებერვალს IV თანრიგზე გაიმართება 4 ტური, V თანრიგზე კი 5 ტური.
12 თებერვალს, პარტიები დაიწყება 14:00 საათზე.
ველიაძე ლევანი – ცეცხლაძე მათე და თავართქილაძე საბა – როყვა საბა III ტურის პარტიებს ითამაშებენ 13:30 სთ-ზე, შესაბამისად, V თანრიგის IV ტურის კენჭისყრა გამოქვეყნდება პარტიების დასრულების შემდეგ.
დროის კონტროლი:
თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე.
ტურნირებში ასპარეზობს 99 მონაწილე, აქედან V თანრიგში 80, ხოლო IV თანრიგზე 19 მოჭადრაკე.
ტურნირის სააპელაციო კომიტეტი:
სააპელაციო კომიტეტში ფიდეს წესების შესაბამისად არის 3 ძირითადი წევრი, 2 კი დამატებითი, ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევისთვის.
- ლეონიდ ნეურონოვი
- ფელიქს მელქონიანი
- ზვიად ქამადაძე
- ნათია ვაჩეიშვილი
- ნინო წიტაიშვილი
დაჯილდოება:
- 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.
- V თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 9-დან 5,5 და მეტ ქულას მიენიჭებათ V სპორტული თანრიგის 1 ბალი.
- IV თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 7-დან 5 და მეტ ქულას მიენიჭებათ IV სპორტული თანრიგის 1 ბალი.
ტურნირის დირექტორი: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია
მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი ალექს ტერ-კარაპეტიანი.