საკვალიფიკაციო ტურნირი IV და V თანრიგზე

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 11-12 თებერვალს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში (მის: ლეონიძის 15), IV და V თანრიგზე საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება.

ჩატარების სისტემა:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად.

დროის კონტროლი:

თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე.

მონაწილენი:

ტურნირში დაიშვებიან საქართველოსა და მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაციის წევრი სპორტსმენები.

რეგისტრაცია:

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა    –   https://forms.gle/HguSWc9394ZWPy5t6

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 10 თებერვლის 20:00 საათი.

რეგისტრაციაზე და კენჭისყრაზე საკონტაქტო პირის ტელ: 558 410904

ტურნირის განრიგი:

ტურნირის გახსნა: 11 თებერვალი, 13:30 წთ.

I-II-III ტური – 11 თებერვალი, დასაწყისი14:00 საათი.

IV-V-VI-VII ტური – 12 თებერვალი, დასაწყისი 14:00 საათი.

სატურნირო შესატანი:

10 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით)

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’    

ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200

დაჯილდოება:

  • 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და  დიპლომებით.   
  • V თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4,5 და მეტ ქულას მიენიჭებათ V სპორტული თანრიგის 1 ბალი.      
  • IV თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 5 და მეტ ქულას მიენიჭებათ IV სპორტული თანრიგის 1 ბალი.                  

ტურნირის დირექტორი: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია

მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი ფელიქს მელქონიანი