აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 29 იანვარს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, ღია რეიტინგ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში “ACF CUP 2023” გაიმართება.
ჩემპიონატი ჩატარდება ღია კატეგორიაში, ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.
ტურნირში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შემდეგი ბმული: სარეგისტრაციო ბმული
საკონტაქტო მობ: 558 410904 (599 069497)
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 28 იანვრის 20:00 საათი.
ჩემპიონატის მონაწილეებს გადახდილი უნდა ჰქონდეთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2023 წლის საწევრო შენატანი ( 24 ლარი) თავიანთი რეგიონის მიხედვით. აჭარის წარმომადგენლებისთვის ანგარიშის ნომერია: GE95BG 0000 000 3630 99200, ს.ს.’’ საქართველოს ბანკი’’.
მონაწილეებმა გადახდის ქვითარი უნდა წარადგინონ ტურნირის გახსნის ცერემონიაზე.
ჩემპიონატში სატურნირო შესატანი არ არის.
ტურნირის განრიგი:
ჩამოსვლის დღე | 28 იანვარი | |
გახსნა | 29 იანვარი | 16:00 |
1 ტური | 29 იანვარი | 16:30 |
2 ტური | 29 იანვარი | 17:00 |
3 ტური | 29 იანვარი | 17:30 |
4 ტური | 29 იანვარი | 18:00 |
5 ტური | 29 იანვარი | 18:30 |
6 ტური | 29 იანვარი | 19:00 |
7 ტური | 29 იანვარი | 19:30 |
8 ტური | 29 იანვარი | 20:00 |
9 ტური | 29 იანვარი | 20:30 |
დახურვა | 29 იანვარი | 21:00 |
ტურნირის გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და ფულადი პრიზით:
- I ადგილი – 150 ლარი
- II ადგილი – 130 ლარი
- III ადგილი – 100 ლარი
ტურნირის გამარჯვებული ასევე დაჯილდოვდება თასით;
ქალთა ნომინაციაში გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრით.
ტურნირის დირექტორი: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია
მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი ფელიქს მელქონიანი