აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 14-21 აგვისტოს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, სტარტს იღებს საჭადრაკო ფესტივალი “შავი ზღვის დელფინი – 2022” 8,10,12 და 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია იმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის
დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
ღონისძიების სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში ჩართულია 82 მოჭადრაკე.
ტურნირის გახსნა გაიმართება 15 აგვისტოს 13:00 საათზე.
ბოლო ტური ჩატარდება 21 აგვისტოს 12:00 საათზე.