საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შშმ პირთა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 20 ივნისს, ქ.ბათუმის მუხრავნ ვახტანაგძის სახელობის სპორტის სასახლეში, სტარტს აიღებს საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 45 წუთი პარტიის ბოლომდე, ყველა სვლაზე 30 წამის დამატებით.

მონაწილენი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები.

რეგისტრაცია:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა:

https://forms.gle/FAk6bebGeo1Y1aT66

ტურნირის განრიგი:

ჩამოსვლის დღე19 ივნისი
ტურნირის გახსნა20 ივნისი13:00 სთ.
I ტური20 ივნისი14:00 სთ.
II ტური20 ივნისი16:00 სთ.
III ტური21 ივნისი14:00 სთ.
IV ტური21 ივნისი16:00 სთ.
V ტური22 ივნისი14:00 სთ.
VI ტური22 ივნისი16:00 სთ.
VII ტური23 ივნისი11:00 სთ.
დახურვა23 ივნისი13:00 სთ.

გამარჯვებულები: I,II,III ადგილზე გასული ვაჟები და ქალები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით, ხოლო ჩემპიონები აგრეთვე თასით.

საპრიზო ფონდი ვაჟთა შორის: საპრიზო ფონდი ქალთა შორის:

I ადგილი – 500 ლარი I ადგილი – 500 ლარი

II ადგილი – 300 ლარი II ადგილი – 300 ლარი

III ადგილი – 200 ლარი III ადგილი – 200 ლარი

ტურნირის ყველა მონაწილეს ასევე გადაეცემა სამახსოვრო საჩუქრები.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი ალექსანდრე არსენიძე