საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 26 მაისიდან – 4 ივნისის ჩათვლით, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი 8 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:
- 8 წლამდე – 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- 12 წლამდე – 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
სისტემა და კვალიფიკაცია:
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
ფიდეს რეიტინგი დაითვლება 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –https://forms.gle/xcdwMbMxTTJJBbM18
ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ :
- დაბადების მოწმობის ასლი;
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დმადასტურებელი დოკუმენტი;
- შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 მაისი 18:00 საათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია – 25 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი”
საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22
ტურნირის განრიგი:
ტური | რიცხვი | დრო |
ჩამოსვლის დღე | 26 მაისი | |
I ტურის კენჭისყრა | 26 მაისი | 20:00 |
გახსნა | 27 მაისი | 15:00 |
I ტური | 27 მაისი | 15:00 |
II ტური | 28 მაისი | 15:00 |
III ტური | 29 მაისი | 15:00 |
IVტური | 30 მაისი | 15:00 |
Vტური | 31 მაისი | 15:00 |
VI ტური | 1 ივნისი | 15:00 |
VII ტური | 2 ივნისი | 15:00 |
VIII ტური | 3 ივნისი | 15:00 |
IX ტური | 4 ივნისი | 15:00 |
დახურვა | 4 ივნისი | 19:00 |
გამარჯვებულები:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
- II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
- III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
კოვიდ სიტუაციის გათვალისწინებით, პირველ და მეორე ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების შესაბამის ასაკებში. საქართველოს ჩემპიონებს ეძლევათ საგზურის არჩევის საშუალება.
კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები დარეგულირდება რეგულაციების შესაბამისად.
პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე ორგანიზატორს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილებები დებულებაში და ღონისძიება ჩაატაროს ონლაინში.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი