საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის – ქეთევან მუხაშარიას მემორიალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით,  8-11 მარტსქ. ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ქალთა ტურნირი – საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ქეთევან მუხაშარიას მემორიალი გაიმართა.

ჩემპიონატი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 15 წუთი 10 წამის დამატებით.

აჭარის რეგიონის წარმომადგენლების გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ მოწვეული მოჭადრაკეები: საერთაშორისო დიდოსტატი ინგა ხურცილავა და საერთაშორისო ოსტატი სოფიო ნიკოლაძე.

ტურნირის გამარჯვებული და სამახსოვრო თასის მფლობელი გახდა ინგა ხურცილავა!

საბოლოო შედეგი:

გამარჯვებულები: – I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, დაჯილდოვდნენ მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით. ასევე, ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო
საჩუქარი.

ტურნირის დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, მინისტრის თანაშემწე – რაულ თავართქილაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის დირექტორის პირველი მოადგილე ლევან ჯიოშვილი და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თამარ მესხიძე.

ტურნირის ფოტო კოლაჟი: