საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 24 – 31 მარტს , ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი სხვადასხვა რეიტინგ კატეგორიებში – U2200, U1800, U1400.
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ:
ტურნირში დაიშვება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ყველა მსურველი.
- U2200 ღია ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები ფიდეს რეიტინგით 2200 და ნაკლები.
- U1800 ღია ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები ფიდეს რეიტინგით 1800 და ნაკლები.
- U1400 ღია ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები ფიდეს რეიტინგით 1400 და ნაკლები.
- სამივე ტურნირში ასევე მონაწილეობის უფლება აქვთ ურეიტინგო მოჭადრაკეებს.
სისტემა და კვალიფიკაცია:
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
დროის კონტროლი:
თითოეულ მონაწილეს მიეცემა 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –https://forms.gle/Guoj3uWAUpARku5W7
ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ:
1) პირადობის მოწმობის ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 23 მარტი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 25 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით)
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი”
საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22
ტურნირის განრიგი:
ტური | რიცხვი | საათი |
ჩამოსვლის დღე | 24 მარტი | |
I ტურის კენჭისყრა | 25 მარტი | 12:00 |
გახსნა | 15:00 | |
I ტური | 15:00 | |
II ტური | 26 მარტი | 11:00 |
III ტური | 15:00 | |
IV ტური | 27 მარტი | 15:00 |
V ტური | 28 მარტი | 15:00 |
VI ტური | 29 მარტი | 11:00 |
VII ტური | 15:00 | |
VIII ტური | 30 მარტი | 15:00 |
IX ტური | 31 მარტი | 15:00 |
დახურვა | 31 მარტი | 18:00 |
პრიზები: საპრიზო ფონდია – 3000 ლარი.
U2200 | U1800 | U1400 | ||||
ადგილი | ვაჟები | ქალები | ვაჟები | ქალები | ვაჟები | ქალები |
I | 400 | 200 | 400 | 200 | 400 | 200 |
II | 250 | 250 | 250 | |||
III | 150 | 150 | 150 |
გამარჯვებულები:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს შესაბამის რეიტინგ კატეგორიაში და დაჯილდოვდებიან თასებით.
- I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზებით.
კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები დარეგულირდება რეგულაციების შესაბამისად.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა.
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი.