საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 25-28 დეკემბერს, საჭადრაკო პლატფორმაზე chess.com ჩატარდება “ალექსანდრე ჩიკვაიძის თასი” 8,10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:
2020 წლის საქართველოს 8,10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ჩემპიონატებში 1-10 ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს.
8 წლამდე – 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
10 წლამდე – 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
12 წლამდე – 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
სისტემა და კვალიფიკაცია:
ტურნირი ტარდება წრიული სისტემით 9 ტურად.
აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.
რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა გადმოაგზავნონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (თან ერთვის), დაბადების მოწმობის ასლი, 2020 წლის 22 დეკემბრის 18:00 საათამდე. ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
ასევე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე:
https://forms.gle/EsRcrscLGEPfdaNY7
ბოლო ვადა: 2020 წლის 22 დეკემბრის 18.00 საათამდე.
ყველა მოჭადრაკე განთავისუფლებულია სატურნირო შესატანისგან.
ტურნირის განრიგი:
ტ უ რ ი | დ ღ ე | ს ა ა თ ი |
ვებინარი და ტესტ ტურნირი | 25 დეკემბერი | 8წლ-15:00 10წლ,12წლ-18:00 |
გახსნა | 26 დეკემბერი | 14:30 |
I ტური | 26 დეკემბერი | 15:00 |
II ტური | 26 დეკემბერი | 16:30 |
III ტური | 26 დეკემბერი | 18:00 |
IV ტური | 27დეკემბერი | 15:00 |
V ტური | 27დეკემბერი | 16:30 |
VI ტური | 27 დეკემბერი | 18:00 |
VII ტური | 28 დეკემბერი | 15:00 |
VIII ტური | 28 დეკემბერი | 16:30 |
IX ტური | 28დეკემბერი | 18:00 |
დახურვა | 28 დეკემბერი | 19:00 |
გამარჯვებულები:
ტურნირში I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომებით.
საერთო წესები:
ტურის დაწყებიდან 15 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;
ჩემპიონატში დაიშვებიან მხოლოდ ის მოჭადრაკეები რომლებიც ტურნირის მსვლელობის დროს, საკუთარი სახელი და გვარით სრულად ჩაერთვებიან ვიდეო ჯგუფში Zoom – ის მეშვეობით.მოჭადრაკეები Zoom -ში უნდა ჩაერთონ ტურის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და ტურის დასრულებამდე წყვეტის გარეშე უნდა ქონდეს ჩართული როგორც ვიდეო გამოსახულება, ასევე ხმოვანი სიგნალი. მოჭადრაკის Zoom – ის ვიდეო გამოსახულება მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოვებული ფოტოზე აღნიშნულ გამოსახულებასთან, ანუ უნდა ჩანდეს მოჭადრაკე,კომპიუტერის მონიტორი, სათამაშო მაგიდა. მოჭადრაკე ვალდებულია ნებისმიერ დროს დააკმაყოფილოს მსაჯის მოთხოვნა და Zoom – ის საშუალებით დაათვალიერებინოს სათამაშო სივრცე.
არცერთი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა არ შეიძლება სათამაშო სივრცეში გარდა მონაწილის კომპიუტერისა და Zoom -ში ჩასართავი მოწყობილობისა (კომპიუტერი ან ტელეფონი).
მოჭადრაკე მიიღებს დისკვალიფიკაციას თუ აღმოჩნდება, რომ მან ტურნირის მსვლელობის დროს ისარგებლა კომპიუტერული პროგრამის ან სხვა პირის დახმარებით;
მოჭადრაკეს ჩაეთვლება წაგება თუ აღმოჩნდება, რომ მის სათამაშო სივრცეში (ოთახში) იმყოფება სხვა პირი.
კომპიუტერი რომლითაც მოჭადრაკე თამაშობს: უნდა იყოს იყოს გამორთული ნებისმიერი აპლიკაცია (სკაიპი, მესენჯერი და სხვა), არ უნდა იყოს გახსნილი არცერთი პროგრამა ან რაიმე გვერდი გარდა Zoom – ის აპლიკაციისა და სათამაშო ონლაინ პლატფორმისა.
მოჭადრაკე თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარი ინტერნეტის უწყვეტობაზე. ინტერნეტის წყვეტის შემთხვევაში ის თამაშს გააგრძელებს ინტერნეტის აღდგენის დროს მის საათზე გამოსახული დროიდან.
განსაკუთრებულ შემთხვევაში, ინტერნეტის გლობალური პრობლემების გამო მთავარ მსაჯს აქვს უფლება გადადოს ერთი ან რამოდენიმე პარტია. ასევე აუცილებლობის შემთხვევაში, მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ტურის გადადება.
სათამაშო ონლაინ პლატფორმა:
ჩემპიონატი ჩატარდება ონლაინ პლატფორმა – www.chess.com
ყველა მონაწილე ვალდებულია ონლაინ პლატფორმაზე (პარამეტრებში / Settings) მიუთითოს თავისი ნამდვილი სახელი და გვარი.
მონაწილეები უნდა გაწევრიანდენ ონლაინ პლატფორმა www.chess.com შესაბამის ვირტუალურ კლუბში 24 დეკემბრის 18:00 საათამდე.
ტექნიკური საკითხების მონაწილეებისათვის გასაცნობად 25 დეკემბერს გაიმართება ვებინარი და ტესტ ტურნირი.
8 წლამდე ჭაბუკთა და გოგონებისათვის – 15:00 საათზე
10 და12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონებისათვის – 18:00 საათზე
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა.
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – ალექსანდრე არსენიძე.