ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ონლაინ – ტურნირი

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით იწყება ონლაინ-ტურნირები საჭადრაკო პლატფორმაზე www.chess.com

6 -7 ივნისს გაიმართება ბავშვთა  საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში 10,12, 14 და 16 წლამდე  ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

6 ივნისს ჩატარდება 10 წლამდე კატეგორია 13:00 სთ-ზე და 12 წლ. კატეგორია – 16:00 სთ-ზე.

7 ივნისს ჩატარდება 14 წლამდე კატეგორია 13:00 სთ-ზე და 16 წლ. კატეგორია – 16:00 სთ-ზე.

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი  პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2  წამის დამატებით.

ტურნირში სათამაშოდ მონაწილეები უნდა დარეგისტრირდნენ თავიანთი სახელით საჭადრაკო  პლატფორმაზე chess.com და შემდეგ გაწევრიანდნენ აჭარის ჭადრაკის ფედერაციის კლუბში – Adjarian Chess Federation. https://www.chess.com/club/adjarian-chess-federation (Join-Submit)

ყველა ტურნირის კენჭისყრაში გასაწევრიანებელი გრაფა გამოჩნდება თამაშის დაწყებამდე 1 საათით ადრე და მასში ჩართვა (Join) შესაძლებელი იქნება თამაშის დაწყების ბოლო წუთამდე.  (ყველა ასაკობრივი კატეგორიის სატურნირო ლინკები დაიდება კლუბის გვერდზე)                        

გამარჯვებულები: I, II, III  ადგილზე  გასული მოჭადრაკეები (გოგონები და ჭაბუკები ცალ-ცალკე) ყველა ასაკობრივ ჯგუფში  დაჯილდოვდებიან  ფასიანი  საჭადრაკო  საჩუქრებით.

პარტიებზე განხორციელდება დაკვირვება chess.com – ის ‘ანტიჩითინგის’ სისტემით.