ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

2026 წლის 2-13 ნოემბერს, საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ჰერსონისოსში, გაიმართა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭადრაკში.

ევროპის საჭადრაკო კავშირის (ECU) ეგიდით ორგანიზებულ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაში 48 ქვეყნის 1248 ახალგაზრდა მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ჩემპიონატი ექვს ასაკობრივ კატეგორიაში 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჩატარდა. თითოეული ასაკობრივი ჯგუფი ორ კატეგორიებად იყო დაყოფილი – Open და Girls .

ტურნირი შვეიცარული სისტემით, 9 ტურად გაიმართა. დროის კონტროლი: 90 წუთი, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

საქართველოდან ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 25 მოჭადრაკე ასპარეზობდა. მათ შორის ოთხი აჭარის წარმომადგენელი იყო: კესარია მგელაძე, მარიამ კალანდაძე, მარიამ ცეცხლაძე და დანიელ სხვიტარიძე.

საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა: ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო. ევროპის ჩემპიონი 10 წლამდე გოგონათა შორის ლილე სვანაძე გახდა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი თეა რუსიტაშვილია 14 წლამდე გოგონათა შორის, ხოლო ერეკლე ტაბატაძემ 16 წლამდე ჭაბუკთა შორის მესამე ადგილის მფლობელი გახდა.