საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 10 ნოემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა ჭადრაკის პედაგოგთა პირველი ონლაინ ტესტირება.
გამოცდის მიზანი იყო მწვრთნელთა ლიცენზირება მსოფლიოში ფართოდ აპრობირებული და წარმატებული „საფეხურების მეთოდის“ მიხედვით.
ტესტირებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 11 მწვრთნელი მონაწილეობდა.
გამოცდა წარმატებით ჩააბარეს:
- ბახტაძე ხვიჩა
- დარჩია დიანა
- ტერ-კარაპეტიანი ალექსი
- ბენდელიანი გიორგი
- კიკვიძე ინგა
ზღვართან ახლო შედეგი აჩვენა და პირობითი ლიცენზია მიენიჭა სამ პედაგოგს:
- ქაქუთია თეა
- ქაქუთია ადა
- მახათაძე ანასტასია
ამ მწვრთნელებთან გასაუბრება გაიმართება დეკემბრის ბოლომდე.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:




