ბათუმი მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატს უმასპინძლებს — 48 ახალგაზრდა მოჭადრაკე მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

2026 წლის 21–29 ნოემბერს, ქ. ბათუმი კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო საჭადრაკო ღონისძიებას უმასპინძლებს – FIDE World Cadet Chess Championships 2026 მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 48 ახალგაზრდა მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას.

ტურნირი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდება.

ასპარეზობა 6 კატეგორიაში 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.

თითოეულ კატეგორიაში რვა მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, ჩემპიონატის ფარგლებში სულ 48 ახალგაზრდა სპორტსმენი იბრძოლებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის. მონაწილეთა შერჩევა სპეციალური პრინციპით განხორციელდა: სამი ადგილი 2026 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებულებს ეკუთვნით, ოთხი ადგილი კონტინენტების წარმომადგენლებს, ხოლო ერთი ადგილი მასპინძელი ქვეყნის ნომინაციით განისაზღვრება.

მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატი წრიული სისტემით შვიდ ტურად ჩატარდება. დროის კონტროლი: 90 წუთი თითოეული მოჭადრაკისთვის, დამატებით კი ყოველ სვლაზე 30 წამიპირველი სვლიდან.

ტურნირის განრიგი: