საქართველოს ქალთა 84- ე ჩემპიონატის I ლიგა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 21-30 ნოემბერს, თბილისში საქართველოს ქალთა 84-ე ჩემპიონატის I ლიგა გაიმართება.

სისტემა და დროის კონტროლი:

ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარული სისტემით, 9 ტურად.

თითოეულს 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

განრიგი:

ტურიდღესაათი
ჩამოსვლის დღე21 ნოემბერი 
კენჭისყრა21 ნოემბერი20:00
გახსნა22 ნოემბერი11:45
I ტური22 ნოემბერი12:00
II ტური23 ნოემბერი12:00
III ტური24 ნოემბერი12:00
IV ტური25 ნოემბერი12:00
V ტური26 ნოემბერი12:00
VI ტური27 ნოემბერი12:00
VII ტური28 ნოემბერი12:00
VIII ტური29 ნოემბერი12:00
IX ტური30 ნოემბერი12:00
დახურვა30 ნოემბერი16:00

მონაწილენი: ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოსჭადრაკის ფედერაციის წევრებს, რომელთა ფიდე-ს სტანდარტულირეიტინგი 2026 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 1600-ს ანმეტს. 

ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2026 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის  წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე (სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115). ასევე, შევსებული ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A

კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/uCSsoehvAVUBEYUX6 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის  19 ნოემბერი 18.00 საათამდე.

ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ:  558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები: 

სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701.

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 50 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 100 ლარი (უნაღდო  ანგარიშსწორებით). 

დაჯილდოება:

I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით.

II-III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლით და დიპლომით.

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან საქართველოს ქალთა 84 – ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

საქართველოს ქალთა 84 – ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა:

უმაღლესი ლიგა გაიმართება 2027 წელს. უმაღლესი ლიგის მონაწილეთა რაოდენობას, ჩატარების სისტემას  და ვადებს განსაზღვრავს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:

1. საქართველოს ქალთა 83-ე ჩემპიონატის 1-3 პრიზიორებს;

2. საქართველოს 2026 წლის ქალთა პირველი ეროვნული ნაკრების წევრებს;

3. პირველ ლიგაზე I-III ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს;

4. 20 წლამდე ასაკის (2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულები) გოგონათა შორის, 2026 წლის 1  ნოემბრის მდგომარეობით სტანდარტულ ჭადრაკში ყველაზე მაღალი ფიდეს აქტიური რეიტინგის  მქონე 2 მოჭადრაკეს. თანაბარი რეიტინგის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება წინა თვის, 1 ოქტომბრის ფიდეს რეიტინგი და ა. შ.

უმაღლესი ლიგის ვაკანტური ადგილები შეივსება საქართველოსჭადრაკის ფედერაციის ნომინაციით  წარდგენილი მოჭადრაკით (მოჭადრაკეებით).

ტურის დაწყებიდან  60 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა