4 ოქტომბერს, თბილისში სასტუმრო „ბილტმორში“, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა გაიმართა.
ყრილობის მუშაობაში 50 დელეგატი მონაწილეობდა. დამსწრე დელეგატთა სრული მხარდაჭერით მომავალი 4 წლის ვადით ფედერაციის პრეზიდენტად აკაკი იაშვილი აირჩიეს!
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ფედერაციას აკაკი იაშვილი შემდეგ გუნდთან ერთად უხელმძღვანელებს:
- პირველი ვიცე-პრეზიდენტი – ვალერიან გაფრინდაშვილი
- ვიცე-პრეზიდენტი – სალომე მელია
- გენერალური მდივანი – დავით კოდუა
- საპატიო პრეზიდენტი – გიორგი გიორგაძე
ფოტოკოლაჟი:




