სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა 20 წლამდე მოჭადრაკეთა შორის

6 აგვისტოს, მონტენეგროს ქალაქ ცეტინეში სტარტი აიღო ევროპის ჩამეპიონატმა 20 წლამდე მოჭადრაკეთა შორის.

ღონისძიება ტარდება ორ კატეგორიად:

  • 20 წლამდე ღია ;
  • 20 წლამდე გოგონათა შორის.

თითოეული კატეგორია შვეიცარიული სისტემით 9 ტურად იმართება. დროის კონტროლი: 90 წუთი პირველი 40 სვლაზე, შემდეგ დამატებით 30 წუთი პარტიის დასრულებამდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.

შეჯიბრებაში 37 ქვეყნის 100-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობს. საქართველოდან ევროპის პირველობაზე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები – ლუკა კილაძე და ლულუ დიასამიძე ასპარეზობენ.

ტურნირის განრიგი:

ღონისძიების საერთო საპრიზო ფონდი 15 000 ევროა.

ტურნირზე მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ FIDE-ის ტიტულები და ნორმები, რომლებიც საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის მოქმედი რეგულაციების შესაბამისად გაიცემა.