ფიდე-ს მსოფლიო თასი 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

2026 წლის 15-28 ივნისს, ქალაქი ბათუმი მესამედ უმასპინძლებს წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირს საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის კალენდარში — ფიდეს მსოფლიო თასი 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი გაიმართება საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (FIDE) და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის სპორტის სამინისტრო და დეპარტამენტი, ქ. ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

ტურნირი ჩატარდება 6 კატეგორიაში:

  • 8 წლამდე (ჭაბუკთა და გოგონათა შორის)
  • 10 წლამდე (ჭაბუკთა და გოგონათა შორის)
  • 12 წლამდე (ჭაბუკთა და გოგონათა შრის)

შეჯიბრება გაიმართება შვეიცარული სისტემით 11 ტურად. თითოეულ მოთამაშეს მიეცემა 90 წუთი პარტიისთვის, 30 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე.

ტურნირის სათამაშო დარბაზები იქნება სასტუმრო ”გრანდ ბელაჯიოში” და ”ეუფორიაში”. ასპარეზობაში მონაწილეობას მიიღებს 67- ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს. ტურნირის რეგისტრაციის დედლაინი განსაზღვრული იყო მიმდინარე წლის 15 აპრილამდე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი სპორტსმენებისათვის კი პერიოდი გახანგრძივლდა 25 მაისამდე. ტურნირის სარეგისტრაციო შესატანია 120 ევრო, ფიდეს შესატანი კი – 140 ევრო. რეგისტრაციაზე საკონტაქტო პირია ალექსანდრე არსენიძე.

განრიგი:

15 ივნისი ჩამოსვლის დღე
16 ივნისი23:00კაპიტნების შეხვედრა
16 ივნისი14:30გახსნა
16 ივნისი15:00ტური 1
17 ივნისი15:00ტური 2
18 ივნისი15:00ტური 3
19 ივნისი15:00ტური 4
20 ივნისი15:00ტური 5
21 ივნისი15:00ტური 6
22 ივნისიდასვენების დღის პროგრამა:
1. ოფიციალური მწვრთნელების ტურნირი
2. ჩემპიონატი კომპოზიციების ამოხსნაში
3. კულტურული პროგრამა
დასვენების დღე
23 ივნისი15:00ტური 7
24 ივნისი15:00ტური 8
25 ივლისი15:00ტური 9
26 ივლისი15:00ტური 10
27 ივლისი 10:00ტური 11
27 ივლისი20:00დახურვა
28 ივლისი გამგზავრება