5-10 მაისს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და ა(ა)იპ ფოთის საჭადრაკო კლუბის “ნანა”-ს ორგანიზებით, ფოთში საქართველოს ჩემპიონატი U 2000 და U 1600 რეიტინგ კატეგორიებში გაიმართება.
ტურნირები და მონაწილენი:
- U 2000 ღია ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები ფიდეს სტანდარტული რეიტინგით 2000 და ნაკლები.
- U 1600 ღია ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები ფიდეს სტანდარტული რეიტინგით 1600 და ნაკლები.
ორივე ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ ასევე ურეიტინგო მოჭადრაკეებს.
ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2026 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე. შევსებული ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A
შეცდომით ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
სისტემა და კვალიფიკაცია:
- ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
- გარკვეულ შემთხვევებში, ტურნირის ორგანიზატორს უფლება აქვს შეცვალოს ტურნირის
ჩატარების სისტემა და განრიგი. - ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 50 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/iX5KYjexrBAzKnnH9
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 3 მაისი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
თითოეული მონაწილის სატურნირო საწევრო შესატანია 50 ლარი.
ა(ა)იპ ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა”. საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE16BG0000000588967256.
ბანკის კოდი BAGAGE22
შეცდომით ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო
შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე (3 მაისის 18:00 საათამდე)
წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტებს.
დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 100 ლარი (უნაღდო
ანგარიშსწორებით).
რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ
დაარეგისტრიროს მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
ტურნირის განრიგი:

- თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიზები არ გაიყოფა.
- ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად.
გამარჯვებულები:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს შესაბამის
რეიტინგ კატეგორიაში და დაჯილდოვდებიან თასებით. - I–III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზებით.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
ორგანიზატორთა საკონტაქტო ტელეფონი – 593399264

