ლულუ დიასამიძე 20 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონია!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 22-31 მარტს, ქალაქ თბილისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. დაითვალა ფიდეს რეიტინგი.

დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, (პირველივე სვლიდან) 30 წამის დამატებით.

აჭარიდან მონაწილეობდნენ:

  1. ლულუ დიასამიძე (9- დან 7 ქულა)
  2. მარიამ კალანდაძე (9-დან 5 ქულა)

ლულუ დიასამიძემ 20 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 7 ქულით საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! მწვრთნელი – გიგა ყუფარაძე