აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 29 მარტს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში, ელვისებურ ჭადრაკში ღია რეიტინგ ტურნირი გაიმართა.
ჩემპიონატი ჩატარდა ღია და ასაკობრივ კატეგორიებში:
A) ღია ტურნირი
B) 8 წლამდე ღია ტურნირი
C) 10 წლამდე ღია ტურნირი
D) 12 წლამდე ღია ტურნირი
ტურნირი გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად, ხოლო 8 წლამდე კატეგორიაში ღონისძება წრიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი 5 წუთი პარტიის ბოლომდე, 2 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე. A Open კატეგორიაში დაითვალა ფიდეს რეიტინგი ელვისებურ ჭადრაკში.
ღონისძიებაში სულ 87 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
8 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულნი:
- სადოვსკი ტიხონ (7-დან 6 ქულა)
- ნაგერვაძე ელისაბედ (7-დან 4 ქულა)
- ახვლედიანი დეა (7-დან 2 ქულა)
გოგონათა ნომინაციის გამარჯვებული – შაინიძე ნატა (7-დან 5 ქულა)
10 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულნი:
- ცინცაძე თევდორე (7-დან 6 ქულა)
- სხვიტარიძე დანიელ (7-დან 6 ქულა)
- ნაკაშიძე გუგა (7-დან 5 ქულა)
გოგონათა ნომინაციის გამარჯვებული – სოსელია ევა (7-დან 4 ქულა)
12 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულნი:
- ურუშაძე მათე (7-დან 6 ქულა)
- შარაბიძე ნოდარი (7-დან 5.5 ქულა)
- თებიძე შალვა (7-დან 5.5 ქულა)
გოგონათა შორის ნომინაციის გამარჯვებული – გოგუაძე მარიამი (7-დან 5.5 ქულა)
A Open კატეგორიის გამარჯვებულნი:
- მაკოვეევ ილია (7-დან 6 ქულა)
- კოპილოვ ალექსანდრე (7-დან 5.5 ქულა)
- გეივონდიან არმანი (7-დან 5.5 ქულა)
ქალთა ნომინაციის გამარჯვებული – ლაჟევსკაია ჟანი (7-დან 5 ქულა)
პრიზები:
ღია ტურნირის გამარჯვებული სამეული და ქალთა ნომინაციაში გამოვლენილი
საუკეთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდნენ დიპლომით, მედლითა და ფულადი
პრიზით:
I ადგილი – 150 ლ.
II ადგილი – 130 ლ.
III ადგილი 100 ლ.
I ადგილი ქალთა ნომინაციაში – 130 ლ.
8,10,12 წლამდე კატეგორიებში გამარჯვებული სამეული და გოგონათა ნომინაციაში
გამოვლენილი საუკეთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდნენ დიპლომით, მედლითა და
ფასიანი საჩუქრებით.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:





