აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 25 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი გაიმართა.
ღონისძიების მასპინძელი იყო სასტუმრო ‘’იბის სტაილს ბათუმი’’.
ტურნირის საბოლოო შედეგები:
- ფარტენაძე დავითი
- ქათამაძე ირაკლი
- ბერიძე გიორგი
- ფირცხალაიშვილი გიორგი
- დევაძე გიორგი
- ძიძიგური პაატა
ქალთა ნომინაციის გამარჯვებული – ხითარიშვილი მარიამი
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლით, დიპლომითა და ფასიანი საჩუქრით, ჩემპიონი აგრეთვე
თასით. ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა სიმბოლური ფასიანი საჩუქარი.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:






