საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 22-31 მარტს, საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.

ჩატარების ადგილი:

ქ. თბილისი, საჭადრაკო აკადემია “ოლიმპიური ჩემპიონი”, ილია ვეკუას ქუჩა 16ა.

მონაწილენი:
ტურნირში დაიშვებიან 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები.
ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2026 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე
(სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115). ასევე, შევსებული
ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A
შეცდომით ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და ტურნირის საწევრო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/jtz6EAnaa94vtnQEA

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 21 მარტი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83

თითოეული მონაწილის ტურნირის საწევრო შესატანია – 50 ლარი.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ტურნირის საწევრო შესატანის საბანკო რეკვიზიტები:

სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701. ბანკის კოდი BAGAGE22
საბანკო საკომისიო მომსახურეობის თანხას იხდის გადამხდელი პირი.
შეცდომით ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.

ტურნირის განრიგი:

გამარჯვებულები:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
  • II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
  • I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2026 წლის 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა
    ევროპის ჩემპიონატზე.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი – პაატა ვაშაკიძე