საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “ბათუმი 2025” – შედეგები V ტურის შემდეგ

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 8,10,12 და 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი 2025” მიმდინარეობს.

ტურნირის მხარდამჭერები:

  • საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი.

ფესტივალის კატეგორიები:

  • 8 წლამდე ღია კატეგორია;
  • 10 წლამდე ღია კატეგორია;
  • 12 წლამდე ღია კატეგორია;
  • 20 წლამდე ღია კატეგორია – რეიტინგ ტურნირი.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია იმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

ღონისძიებაში ჩართულია 100 -ზე მეტი სპორტსმენი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, ამერიკა, უკრაინა და ფიდეს დროშით მოასპარეზენი.

V ტურის შემდეგ ლიდერობენ:

8 წლამდე კატეგორიაში:

  • მამულაძე ანასტასია (5-დან 5 ქულა)

10 წლამდე კატეგორიაში:

  • სხვიტარიძე დანიელი (5-დან 5 ქულა)

12 წლამდე კატეგორიაში:

  • პანფილოვა ტამილა (5-დან 4.5 ქულა)

20 წლამდე კატეგორიაში:

  • გოგიაშვილი გიორგი (5-დან 4.5 ქულა)

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: