ქ. ფოთში 8-17 აგვისტოს, ფოთის XVIII საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “ნანა ალექსანდრიას თასი – 2025” გაიმართება.
ორგანიზატორები:
– ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია.
– საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
– ფოთის საჭადრაკო კლუბი ″ნანა″.
ჩატარების ადგილი – ფოთის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი (ზერაგიას ქ. 49).
ფესტივალის ტურნირები და ღონისძიებები
- A ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 1901 და მეტი, ასევე ფიდეს წოდებიანი მოჭადრაკეები);
- B ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 2000 და ნაკლები, აგრეთვე ურეიტინგო მოჭადრაკეები);
- C ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 1800 და ნაკლები, აგრეთვე ურეიტინგო მოჭადრაკეები);
- D ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 1600 და ნაკლები, აგრეთვე ურეიტინგო მოჭადრაკეები);
- E ღია ტურნირი (ფიდეს ურეიტინგო მოჭადრაკეები)
- Ι ბლიც ტურნირი – ირაკლი ლოლუას თასი;
- ΙΙ ბლიც ტურნირი – გიორგი გამზარდიას თასი;
- 10 წლის ჭაბუკთა შორის (2015 და შემდეგ წლებში დაბადებულნი);
- 10 წლის გოგონათა შორის (2015 და შემდეგ წლებში დაბადებულნი);
- 8 წლის ჭაბუკთა შორის (2017 და შემდეგ წლებში დაბადებულნი);
- 8 წლის გოგონათა შორის (2017 და შემდეგ წლებში დაბადებულნი);
ფესტივალის სათამაშო წესები:
დროის კონტროლი: A ღია ტურნირში – 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე,
30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე. B, C, D და E ღია ტურნირებში და ასაკობრივ ტურნირებში 90
წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე;
ფესტივალის ტურნირები გაიმართება შვეიცარული სისტემით, 9 ტურად;
ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;
ფესტივალში მონაწილეობა:
ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. აუცილებელია ასაკობრივ
ტურნირებში დაბადების მოწმობის და ღია ტურნირებში პირადობის მოწმობის წარმოდგენა.
მონაწილეებმა ტურნირზე დასარეგისტრირებლად უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/YexaFTbs9kn2wSBf9
საქართველოს მოქალაქეებს, ასევე მუდმივი და დროებითი ბინადრობის უფლების მქონე პირებს
რომელთაც არ აქვთ უცხო ქვეყნის ფიდეს ID, უნდა ჰქონდეთ გადახდილი 2025 წლის საქართველოს
ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო
ანგარიშზე. ასევე, შევსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა (დანართი 1)
ფესტივალის განრიგი:

გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება
თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
A ღია ტურნირში გამარჯვებულ მოჭადრაკეს ფულად პრიზთან ერთად გადაეცემა ნანა
ალექსანდრიას სახელობის თასი.
ყველა ტურნირში I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და
დიპლომებით. II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და
დიპლომებით.
ასაკობრივ ტურნირებში გამოვლინდება და თასით და დიპლომით დაჯილდოვდება 7 და 9 წლის
მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგის მქონე ჭაბუკი და გოგონა.
ყველა მონაწილეს გადაეცემა ფესტივალში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სპეციალური პრიზები: ა. არჩილ ებრალიძის პრიზი – თითოეულ ტურნირში საუკეთესო ფოთელი
მოჭადრაკეებისათვის; ბ. ირაკლი (ბოჩიკა) ლოლუას სახელობის პრიზი – საუკეთესო ფოთელი
მწვრთნელისათვის.
საწევრო შესატანი:
– საწევრო ასაკობრივ ტურნირებში – 70 ლარი.
– საწევრო B, C, D და E ღია ტურნირებში – 100 ლარი.
– საწევრო ბლიც ტურნირებში – 30 ლარი.

საბანკო რეკვიზიტები: ა(ა)იპ ″ფოთის საჭადრაკო კლუბი ნანა″. საინდ. კოდი: 415116706
სს “საქართველოს ბანკი”, GE16BG0000000588967256
ტურნირის დირექტორი: ფიდეს საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
საკონტაქტო ტელეფონები: 593-399-264, 593-600-911
E-mail:
www.chesspoti.ge
https://www.facebook.com/AleksandriaCup2025
