16 ივლისს, ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის IV ეტაპის I პარტია გაიმართა. ასპარეზობა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე), საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ტარდება.
ღონისძიების მხარდამჭერებია: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
IV ეტაპის I პარტიის დაწყებამდე მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირმა ნიჟარაძემ, რომელმაც ასევე პირველ დაფაზე პირველი საპატიო სვლა გააკეთა.
მერვედფინალში წარმოდგენილი ქვეყნები:
- ჩინეთი (4 მოთამაშე)
- ინდოეთი (4 მოთამაშე)
- საქართველო (2 მონამაშე)
- უკრაინა (2 მოთამაშე)
- შვეიცარია (1 მოთამაშე)
- ყაზახეთი (1 მოთამაშე)
- უზბეკეთი (1 მოთამაშე)
- ფიდე (1 მოთამაშე)
მერვედფინალის შედეგბი:
- მარია მუზიჩუკი (2492) 0.5-0.5 ნანა ძაგნიძე (2505)
- სონგ იუქსინი (2410) 1-0 ლელა ჯავახიშვილი (2432)
- კატერინა ლაგნო (2515) 0.5-0.5 ხარიკა დრონოვალი (2483)
- ალექსანდრა კოსტენიუკი (2471) 0.5-0.5 ჰამპი კონერუ (2543)
- რამეშბაბუ ვაიშალი (2481) 0.5-0.5 მერუეტ კამალიდენოვა (2330)
- ლეი ტინგჟი (2552) 1-0 უმიდა ომონოვა (2211)
- ტან ჟონგი (2546) 1-0 იულია ოსმაკი (2468)
- დივია დეშმუხი (2463) 1-0 ჟუ ჟინერი (2547)
IV ეტაპის II პარტია გაიმართება 17 ივნისს 15:00-საათზე სასტუმრო “გრანდ ბელაჯიო”-ში.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:

