ქალთა მსოფლიო თასის მეორე ეტაპის პირველი ტურის შედეგები

9 ივლისს, ქ. ბათუმში ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის მეორე ეტაპის პირველი ტური გაიმართა. ასპარეზობა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე), საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიების მხარდამჭერებია: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

ქართველების შედეგები მეორე ეტაპის პირველ ტურში:

  • Dzagnidze, Nana (1-0) Charochkina, Daria
  • Batsiashvili, Nino (0.5-0.5) Kaliakhmet, Elnaz
  • Arabidze, Meri (0.5-0.5) Efroimski, Marsel
  • Javakhishvili, Lela (1-0) Fataliyeva, Ulviyya
  • Khotenashvili, Bella (0.5-0.5) Salimova, Nurgyul
  • Kirtadze, Anastasia (0-1) Tan, Zhongyi
  • Mgeladze, Kesaria (0-1) Divya, Deshmukh

მეორე ეტაპის II პარტია გაიმართება 10 ივლისს 15.00 საათზე.