ფიდეს ქალთა მსოფლიო თასი 5 ივლისს ბათუმის დრამატულ თეატრში ოფიციალურად გაიხსნა!
გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ: ფიდეს პრეზიდენტი არკადი დვორკოვიჩი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და ფიდეს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორი აკაკი იაშვილი, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მონაწილეები.
ცერემონიის ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტი იყო კენჭისყრა, რომელიც გაიმართა ქართული ღვინოების გამოყენებით — სწორედ ამ გზით განისაზღვრა, რომელი მოთამაშე რომელ ფერის ფიგურებით ითამაშებს პირველ ტურში.
მუსიკალურ გაფორმებას უზრუნველყოფდა საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი, დირიჟორი დავით მაზანაშვილი. მუსიკალური ნომრები შეასრულეს და ღონისძიებას სადღესაწაულო ელფერი შესძინეს: ანსამბლმა „არსიანი“, სოფო ხალვაშმა, არჩილ გოგიტიძემ, ლუკა ჭანიშვილმა, რუსა თავართქილაძემ და ირაკლი კორიფაძემ. წამყვანი – ბერდია კუტუბიძე. გახსნის ცერემონიის პროდიუსერი თამარ გუდავა.
6 ივლისიდან მოჭადრაკეები უკვე ბრძოლაში ჩაებმებიან და პირველი წრის, პირველი ტური – 15:00 საათზე დაიწყება. ტურნირის გამარჯვებული გამოვლინდება 28 ივლისს.
აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილეობს 107 მოჭადრაკე მსოფლიოს 46 ქვეყნიდან, რომელთა შორისაც 5 მონაწილე მსოფლიოს ექს-ჩემპიონია.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:



