22 ივნისიდან 3 ივლისამდე, ქ. ბათუმი მასპინძლობდა ფიდეს მსოფლიო თასის გათამაშებას 8-12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ასპარეზობა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე), საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, სპორტის დეპარტამენტი, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
ტურნირი ჩატარდა სასტუმრო “გრანდ ბელაჯიოში”. ასპარეზობაში მონაწილეობდა 40-მდე ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი. თითოეულ კატეგორიაში მოთამაშეთა რაოდენობა განსაზღვრული იყო ფიდეს მიერ დადგენილი კვოტებით ტურნირის დებულების მიხედვით.
დიდი მღელვარება გამოიწვია სპეციალურმა გათამაშებამ, რომელიც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ჩაატარა დახურვის ცერემონიაზე — დოლურაში მოთავსებული იყო ყველა მონაწილის სახელი-გვარი და რიგობითი ნომერი.
FIDE-ს პრეზიდენტმა არკადი დვორკოვიჩმა შემთხვევითობის პრინციპით ამოარჩია იღბლიანი მოჭადრაკე, რომელიც დაჯილდოვდა iPhone 16 Pro Max-ით!
დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ: ფიდეს პრეზიდენტი არკადი დვორკოვიჩი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და ფიდე-ს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორი აკაკი იაშვილი, მსოფლიო თასის სააპელაციო კომისიის ხელმძღვანელი ოზგურ სოლაკოგლუ, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია და სხვა საპატიო სტუმრები.
საზეიმო ცერემონია გაალამაზა ქართული ჰიმნის ცოცხლად შესრულებამ ანსამბლ “ზღვის შვილების” მიერ. ასევე, შესრულდა ორი მუსიკალური ნომერი ელენე ბოლქვაძის და ანდრია ფუტკარაძეს მიერ.
გამარჯვებული სამეული:
8 წლამდე გოგონათა შორის:
- Girls 08 1st Bissaliyeva Alisha (KAZ)
- 2nd Volkova Varvara (FID)
- 3rd Kajishana Tharshan (SRI)
8 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- 1st Dede Omer Taha (TUR)
- 2nd Markov Mikhail Ev. (FID)
- 3rd Adilbek Adinur (KAZ)
10 წლამდე გოგონათა შორის:
10 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- 1st Mani Sarbartho (IND)
- 2nd Oishik Mondal (IND)
- 3rd Aarit Kapil (IND)
12 წლამდე გოგონათა შორის:
- 1st Pratitee Bordoloi (IND)
- 2nd Aadya Gowda (IND)
- 3rd Tselmuun Ider (MGL)
12 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- 1st Sameh Mohamed Abdalrahman (EGY)
- 2nd Ling Chenxuan (USA)
- 3rd Bulgak Damir (FID)
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:





