საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი აქტივობები სხვადასხვა სპორტულ სახეობებში

23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, ბათუმში მასობრივი ოლიმპიური გარბენი გაიმართა.

🔹ღონისძიების ფარგლებში ველოგარბენი და მძლეოსნური გარბენი ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე, 2-2,5 კმ დისტანციაზე შესრულდა.

🔹გარდა ამისა, აქტივობები ჩატარდა სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მათ შორის ჭადრაკში.

🔹გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.

🔹საერთაშორისო ოლიმპიური დღე 1948 წლიდან აღინიშნება და მასში მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: